შესავალი | წესები

საზოგადოების
წესები

2026 წლის 24 სექტემბერს ჩვენ განვაახლებთ ჩვენს საზოგადოების წესებს, რათა თქვენ შეძლოთ უსაფრთხოდ შექმნათ კონტენტი, გაუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს და აღმოაჩინოთ საჭირო ინფორმაცია Emigrantbook-ზე.
გამოცემულია: 14 აგვისტო, 2025 ძალაშია: 13 სექტემბერი, 2025

Emigrantbook არის სივრცე, სადაც ემიგრანტები და მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან პოულობენ თანამემამულეებს, უზიარებენ გამოცდილებას, ქმნიან საზოგადოებებს და გამოხატავენ საკუთარ თავს. ჩვენი მისიაა დავეხმაროთ და გავაერთიანოთ ადამიანები, შთავაგონოთ შემოქმედებითობა და უზრუნველვყოთ მეგობრული, პოზიტიური ატმოსფერო.

ეს წესები შექმნილია იმისთვის, რომ Emigrantbook დარჩეს უსაფრთხო გარემოდ. ისინი სავალდებულოა თითოეული მომხმარებლისთვის და ვრცელდება პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ კონტენტზე (პოსტები, ვიდეოები, კომენტარები, მარკეტპლეისი).

1. უსაფრთხოება და თავაზიანობა

ძალადობრივი და კრიმინალური ქცევა დაუშვებელია მუქარა, ძალადობის წახალისება, კრიმინალის პროპაგანდა და ისეთი ინსტრუქციების განთავსება, რომლებიც ზიანს აყენებს ადამიანებს ან მათ ქონებას.
სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია დაუშვებელია სიძულვილის გაღვივება რასის, ეროვნების, რელიგიის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით.
არასრულწლოვანთა დაცვა მკაცრად აკრძალულია ნებისმიერი კონტენტი, რომელიც შეიცავს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობას, ექსპლუატაციას, შევიწროებას ან საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
შევიწროება და ბულინგი დაუშვებელია სხვების დაცინვა, დამცირება, პირადი მონაცემების გასაჯაროება თანხმობის გარეშე (დოქსინგი), სექსუალური შევიწროება და ორგანიზებული თავდასხმები.

2. ჯანმრთელობა და უსაფრთხო ქცევა

თვითდაზიანება და სუიციდი დაუშვებელია სუიციდის ან თვითდაზიანების ამსახველი, წამახალისებელი ან ინსტრუქციის შემცველი მასალების განთავსება.
საშიში გამოწვევები და ქმედებები დაუშვებელია ისეთი ექსტრემალური ტრიუკებისა და გამოწვევების ჩვენება ან პოპულარიზაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფიზიკური დაზიანება.

3. სენსიტიური თემები

სიშიშვლე და პორნოგრაფია აკრძალულია სრული სიშიშვლე, სექსუალური ხასიათის ქმედებები, ინტიმური სერვისების რეკლამირება და ნებისმიერი პორნოგრაფიული მასალა.
შოკისმომგვრელი და სასტიკი კადრები დაუშვებელია სისხლიანი, უკიდურესად სასტიკი ან შემაძრწუნებელი კადრების გამოქვეყნება, რამაც შეიძლება მძიმე ემოციური შოკი მიაყენოს მნახველს.
ცხოველთა მიმართ სისასტიკე დაუშვებელია ცხოველების მიმართ ძალადობის, წამების ან არასათანადო მოპყრობის ამსახველი კონტენტი.

4. კონტენტის ავთენტურობა

დეზინფორმაცია და სიყალბე დაუშვებელია ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური, სამართლებრივი ან ფიზიკური ზიანი მიაყენოს საზოგადოებას (განსაკუთრებით ემიგრაციასა და საბუთებთან დაკავშირებით).
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მასალა (AI) თუ ფოტო, ვიდეო ან ტექსტი შექმნილია AI-ით და რეალისტურად გამოიყურება, მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს შესაბამისი მარკირება.
საავტორო უფლებები პატივი ეცით სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას. სხვისი ვიდეოების, მუსიკისა და სურათების უნებართვო მითვისება იწვევს კონტენტის წაშლას.

5. ვაჭრობა და ფინანსური უსაფრთხოება

თაღლითობა და აფერები მკაცრად აკრძალულია ყალბი სამუშაო შეთავაზებები, ფინანსური პირამიდები, ვიზებით ან საბუთებით უკანონო მანიპულაციები და მომხმარებლების მოტყუება.
აკრძალული საქონელი და მომსახურება მარკეტპლეისზე ან პოსტებში აკრძალულია იარაღის, ნარკოტიკული ნივთიერებების, ყალბი დოკუმენტებისა და კანონით აკრძალული ნივთების რეალიზაცია.

6. როგორ ხდება წესების აღსრულება

Emigrantbook-ის გუნდი და ალგორითმები 24/7-ზე აკვირდებიან პლატფორმის უსაფრთხოებას: